სანახაობებით დატვირთული ტური გელით სამეგრელოში. მარტვილის მონასტერი ადრეული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია, რომელიც მაღალ ბორცვზეა აგებული და თითქმის მთელ იმერეთ-სამეგრელოს გადაჰყურებს. მონასტერში შემორჩენილია უძველესი ფრესკები. სამონასტრო კომპლექსის გალავანში ჩაშენებულია ჩიქოვანების ეკლესია, რომელიც X საუკუნეშია აგებული.
აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებლის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. მონასტრის დამთვალიერებელს ეძლევა შესანიშნავი შანსი მოინახულოს პატარა სენაკი, სადაც გიორგი ჭყონდიდელი ასწავლიდა დავით აღმაშენებელს.
გაჭედილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400მ., ხოლო ჩაჭრის სიღრმე 20-40 მეტრია. კლდეებით გარშემორტყმულ კანიონში შესვლა ნავებითაა შესაძლებელი. გაჭედილის კანიონს, ულამაზეს ჩანჩქერებს, ბუნებრივ სვეტებს ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს.
სალხინოს დადიანების რეზიდენცია ცნობილია ბზის ულამაზესი ხეივნებით და დადიანესეული ოჯალეშის ღვინის მარნით.
(1 დღე და 1 ღამე. ექსკურსია იწყება ქუთაისიდან ან გორდის ჩიქოვანების მამულიდან)
მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ი ს გ ე გ მ ა :
- გასვლა ქუთაისიდან 9:00 საათზე მარტვილის მიმართულებით.
- მარტვილის საკათედრო ტაძარის (VII საუკუნე), ჩიქოვანების ეკლესია (X საუკუნე).
- გაჭედილის კანიონის დათვალიერება.
- პიკნიკი.
- დადიანების მარანი და ოჯალეშის ვენახების დათვალიერება სალხინოში.
- ცხენისწყლის ხეობით ასვლა გორდში.
- დასვენება სასტუმროში.
- ნადიმი ჩიქოვანების მამულში.
- დილის საუზმე.
- გამგზავრება ქუთაისში.