• ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

Chateau Chikovani

ჩიქოვანების გვარი სათავეს იღებს სვანეთიდან. საუკუნეების წინ, გვარმა მიგრაცია განიცადა ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში. ჩიქოვანების გვარის ერთი შტო, რომელიც 1704 წლიდან ფლობდა სამეგრელოს მთავრების - დადიანების ტიტულს უკავშირდება სოფელ გორდს.

გორდელი კაცია ჩიქოვანი, იმერეთის სამეფოს ვაზირი, აღზევდა ლევან III დადიანის დროს 1661-1680 წლებში . კაციას, იმერეთის მეფემ ბაგრატ IV -მ, ვაზირობა მისცა, ამასთან ლეჩხუმი და საინასარიძო უბოძა. მალევე, კაცია იკავებს სამეგრელოს მთავრის კარის „უფროსობას“. დადიანმა კაციას სალიპარიტიანო მისცა და, როგორც ამ კუთხის მფლობელი ლიპარიტიანად აღიარა. ჩიქოვანის გაძლიერებას ხელი შეუწყო იმერეთის მეფესა და დადიანს შორის ჩამოვარდნილმა დაპირისპირებამ ლეჩხუმისათვის. კაციამ ისარგებლა დაპირისპირებით და დაიწყო სამეგრელოს თავადების და თვით კარის დიდებულების შევიწროება. 1704 წელს კაციას ინიციატივით მისი შვილიშვილი კაცია I, დადიანად აკურთხეს და იგი ოდიშის სამთავროს ახალ (დადიანთა) დინასტიას ჩაუდგა სათავეში.

კაციას ჩიქოვანის ძმა, ევდომოს ჭყონდიდელი, გახლდათ მარტვილის მთავარეპისკოპოსი. მარტვილის მონასტერს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს ისტორიაში. ამ მონასტერმა თავის დროზე, გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით, ფასდაუდებელი როლი შესრულა დავით აღმაშენებლის აღზრდაში.Chateau Chikovani

ჩიქოვანების გვარის ამ შტოს გადადიანებაში, ბაგრატ IV - ის გარდა თავისი წვლილი შეუტანია სამეგრელოში ევდომოს ჭყონდიდელის ავტორიტეტს.

გორდში დადიანების სასახლის ბოლო სახლთუხუცესი იყო ჩვენი დიდი ბაბუა - დიმიტრი კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1863 - 1937) . დიმიტრის სამი ვაჟი შეეწირა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. თავად დიმიტრისაც 1937 წელს, 74 წლის ჭარმაგ მოხუცს საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრეტა მიუსაჯა.

დიმიტრის დიდი ბაბუა - ბეკო (1780 - ?), იყო ამ მამულის დამფუძნებელი. ბეკოს ჰყავდა 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი. ერთ-ერთი შვილთაშვილი იყო დიმიტრი, რომელსაც 16 შვილი ჰყავდა. სამწუხაროდ, დღეისათვის, ჩიქოვანების ამ ძირძველ შტოს, გვარის გამგრძელებლად ჰყავს მხოლოდ ორი ახალგაზრდა: დიმიტრი თამაზის ძე და პაპუნა უჩას ძე.

გასული საუკუნის 30 - იან წლების ბოლოს, როდესაც რეპრესიების გამო ძალიან გაუჭირდა ამ მამულს, მას ბათუმიდან მხსნელად მოევლინა ქალბატონი ოლია (დომნა) გოგელია, უჩა დიმიტრის ძის მეუღლე. სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებაა ამ მამულის სიცოცხლის შენარჩუნება. იგი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა საღი აზრი და არაჩვეულებრივი იუმორი. როგორც თავად ამბობდა შრომამ გააძლებინა ამდენი ხანი. ამის დამადასტურებელი იყო მის დაკოჟრილი ხელები. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა სტუმრების მიღებას. ალბათ იმიტომ, რომ სტუმრიანობა, მისთვის იყო თავისი შრომითი მიღწევების გამოფენა. მისი სული ალბათ დღესაც გახარებულია, მის მაგალითზე აღზრდილმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა შეინარჩუნეს ეს ტრადიცია.

წელს ამ მამულის დამფუძნებლის დაბადებიდან 236-ე წელია. იგი დაარსდა თავისუფალ საქართველოში, გაუძლო მტრულად განწყობილ თავისი დროის, მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს - რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სახით, და იგი ისევ, თავისუფალ საქართველოში აგრძელებს სიცოცხლეს.

 

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩიქოვანების მამული!

 

ისტორიული ფოტოები

 

Chateau Chikovani
დიმიტრი ჩიქოვანი შვილებთან
(მარცხნიდან პირველი)
Chateau Chikovani
დიმიტრი ჩიქოვანის ქალიშვილები
Chateau Chikovani
დიმიტრი ჩიქოვანის შვილიშვილები
Chateau Chikovani
უჩა ჩიქოვანი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩიქოვანების მამულში!

თუ გსურთ მოხვდეთ სამოთხეში დედამიწაზე - მთების, ჩანჩქერებისა და კანიონების საოცარ ველურ ბუნებაში, დატკბეთ ულამაზესი მთებისა და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თაღის ცქერით, ან უბრალოდ მოწყდეთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას, მაშინ გელოდებით ჩიქოვანების ძველ მამულში! აქ თქვენ დაგხვდებათ ოთხსართულიანი სასახლე, უზარმაზარი ეზო ასწლოვანი ხეებით, მყუდრო კეთილმოწყობილი ნომრები საუკეთესო ხედებით, დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ბარი, რესტორანი, სპორტული მოედნები, საბილიარდო, საკალმახე.

Chateua Chikovani

საუკეთესო გარემო დასვენებისათვის

უნიკალური ბუნება, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი, დახვეწილი და მდიდარი სამზარეულო, ნატურალური, ჭურის ღვინო, ცნობილი ჭყუნტის არაყი, საცურაო აუზი და საუნა, საუკეთესო მომსახურება ქმნის სასიამოვნო გარემოს დასვენებისათვის. მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება ითევზაოს მთის კალმახზე და ადგილზევე დააგემოვნოს საკუთარი ნადავლი. ყველა ნომერს გააჩნია სააბაზანო, აივანი, ლედ ტელევიზორი, მაცივარი.

საქმიანი შეხვედრების ორგანიზება

სასტუმროს გააჩნია 2 საკონფერენციო დარბაზი, (20 და 120 კაცზე.) რომლებიც აღჭურვილია LCD პროექტორით, ეკრანით, სალექციო პლაკატებით, დაფით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარბაზის უზრუნველყოფა სინქრონული თარგმანის სისტემით, მიკროფონებით, საკონფერენციო ყურსასმენებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით. სასტუმროს გააჩნია ლანჩით და ფურშეტით მომსახურების სერვისები.

Chateua Chikovani
Chateua Chikovani

ადგილი თქვენი დღესასწაულებისათვის

სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ შეუკვეთოთ დღესასწაულების, იუბილეების და ქორწილების სრული ორგანიზება. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები. მიირთვათ იმერული და კახური ტექნოლოგიით დამზადებული ნატურალური ღვინოები. რესტორნის ინტერიერს ორგანულად ეწყმის ბარელიეფები, რომელიც ასახავს ჩიქოვანების გვარის ისტორიას.

ტურისტული მარშრუტები

დაგვიკავშირდით

საქართველო, იმერეთი, ხონი სოფ. გორდი

599 51 56 76

gordi@chateauchikovani.com