Chateau Chikovani

საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს.

ღვინოს საქართველოში ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება.

Chateau Chikovani

ჩიქოვანების მამულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მარანს, აქ შეგიძლიათ იხილოთ ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის - ქვევრის, ანუ იმერულად ჭურის არაერთი ეგზემპლარი. თიხის ცრემლისებული ფორმის ჭურჭელი საუკეთესო საღვინე ჭურჭლად მიიჩნევა მეღვინეობაში.

ცალკე სანახაობაა ჭურისთავზე გაშლილი ქართული ტრადიციული მცირე სუფრა, ჭურის მოხდის პროცესი და ადგილზე ორშიმოთი ამოღებული ღვინის დაჭაშნიკება. მამულში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით ღვინის დაყენების პროცესი.

მარანში თქვენ ნახავთ უძველეს ღვინის წნეხს, რომელიც დიდი ქვის მერატაფისა, ბერკეტისა და ხრახნიანი ძელისაგან შედგება. მამულში, შესაბამის დროს, საშუალება გექნებათ თავად ჩაერთოთ ღვინისა თუ მაღალალკოჰოლური სასმელების დაყენების პროცესში.

აასევე საშუალება გექნებათ გაისეირნოთ მამულის ვენახში, სადაც თქვენ ქართული საღვინე ყურძნის ჯიში - ჩხავერის ვაზი დაგხვდებათ.

ტურისტული მარშრუტები

დაგვიკავშირდით

საქართველო, იმერეთი, ხონი სოფ. გორდი

599 51 56 76

gordi@chateauchikovani.com