რესტორანი მოიცავს სამ დარბაზს და იმერულ ოდას. დარბაზები აგებულია ძველი აგურისა და ადგილობრივი კლდის ქვისაგან, რაც იწვევს განსაკუთრებულ მყუდროებას. კედლებში ჩაშენებული ბუხრები კი თქვენ განსაკუთრებულ, რომანტიულ განწყობას შეგიქმნით. რესტორნის კედლებზე გამოსახული ბარელიეფები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს, ასახავს ჩიქოვანების გვარის ისტორიას. დარბაზს ეზოს მხარეს აქვს დიდი ვიტრინები, რომლებიც დარბაზს აერთიანებს გამწვანებულ ეზოსთან დაბადებს ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას.
ყველაზე მთვარი - სამზარეულო. რესტორანი გაგიმასპინძლდებათ სხვადასხვა დასახელების, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპული უგემრიელესი კერძებით. აქ შესაძლებლობა გეძლევათ დააგემოვნოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული უნიკალური ღვინო. ასევე შესაძლებელია მიირთვათ მაღალ ალკოჰოლური უნიკალური სასმელები: ჭაჭა, ჭყუნტისა და სხვადასხვა ხილის არაყი.
რესტორანი გთავაზობთ საიუბილეო საღამოების, სადღესასწაულო დღეების, ქორწილებისა და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღების ორგანიზების სრულ პაკეტს, რაც გულისხმობს გამორჩეულ დიზაინს და ორიგინალურ იდეებს.
დღესასწაული შეგიძლიათ გაიახანგრძლივოთ რამდენიმე დღით და ისარგებლოთ სასტუმროს მომსახურებით. ღონისძიების გამართვა შესაძლებელია ღია ცის ქვეშ ფეიერვერკებითა და სხვადასხვა სიურპრიზებით.