• ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

  • ჩიქოვანების მამული

    ადგილი თქვენი თავადური დასვენებისთვის

Chateau Chikovani

 

სანახაობებით დატვირთული ტური გელოდებათ მარტვილისა და ხონის რაიონებში. პირველად ვესტუმრებით მარტვილის მონასტერს (VII ს.), რომელიც ადრეული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია. ის მაღალ ბორცვზეა აგებული და თითქმის მთელ იმერეთ-სამეგრელოს გადაჰყურებს. აქ შემორჩენილია უძველესი ფრესკები. ამავე კომპლექსის გალავანში ჩაშენებულია ჩიქოვანების ეკლესია (X ს.). აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებლის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. მონასტრის დამთვალიერებელს ეძლევა შანსი მოინახულოს პატარა სენაკი, სადაც გიორგი ჭყონდიდელი ასწავლიდა დავით აღმაშენებელს.

შემდეგ მოვინახულებთ გაჭედილის კანიონს, რომელიც მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400, ხოლო ჩაჭრის სიღრმე 20-40 მეტრია. თქვენ საშუალება გეძლევათ გაისეირნოთ მწვანე ჩანჩქერებით დაძარღვულ ულამაზეს ხეობაში. კლდეებით შემოსაზღვრულ კანიონში შესვლა მხოლოდ ნავებითაა შესაძლებელი. გაჭედილის კანიონს, ულამაზეს ჩანჩქერებს, ბუნებრივ სვეტებს ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს.

სოფელ სალხინოს დადიანების რეზიდენცია ცნობილია უძველესი ბზის ხეივნებით და დადიანისეული ოჯალეშის ღვინის მარნით. უზარმაზარი ეზო, პატარა ეკლესია და ეზოს შუაგულში წამომართული სასახლე XIX სუკუნეში დააბრუნებს მნახველს.

საღამოს, ცხენისწყლის ხეობით გავემართებით სოფელ გორდის ჩიქოვანების მამულში, სადაც გაიმართება თავადური ნადიმი. მამულში მდებარე სასტუმრო კომფორტული და მყუდრო ნომრებით არაჩვეულებრივ გარემოს შეგიქმნით დასვენებისათვის. ასე მთავრდება შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული პირველი დღე.

მოგზაურობის მეორე დღეს საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ გორდისა და კინჩხის მიდამოები. ოკაცეს წყალვარდნილები დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი ბუნებრივი ჩანჩქერებია, რაც არაჩვეულებრივი სილამაზით ნუსხავს დამთვალიერებელს . აქ მრავლადაა საბანაო ადგილებიც. სოფელ გორდში კლდეზე დაკიდებული ხიდებიდან ოკაცეს კანიონის საოცარი ხედები იშლება. . კანიონის დასაწყისში არის ულამაზესი ტბა, რომელსაც ადგილობრივები დათვის ტბას ეძახიან. ტბაზე მისვლა არცთუ იოლ საქმეს წარმოადგენს, თუმცა ტბის სილამაზე რთულად მისასვლელ გზას მალევე დაგავიწყებთ და სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში. სასტუმროში დაბრუნების შემდეგაც გრძელდება დადებითი ემოციები. ემოციები. ეზოში ჩამოდის მთის წყალი, რომელშიც შესაძლებელია კალმახზე თევზაობა. თქვენი ნადავლი შეგიძლიათ თავად შეწვათ და დააგემოვნოთ.

გამომგზავრებამდე ჩიქოვანების მამულში თქვენთვის გაიმართება გამოსათხოვარი ვახშამი.

  

  

(2 დღე და 1 ღამე. ექსკურსია იწყება ქუთაისიდან)

 

მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ი ს  გ ე გ მ ა :

პირველი დღე

  • გასვლა ქუთაისიდან 9:00 საათზე მარტვილის მიმართულებით.
  • მარტვილის საკათედრო ტაძარის ( VII საუკუნე), ჩიქოვანების ეკლესია (X საუკუნე).
  • გაჭედილის კანიონის დათვალიერება, პიკნიკი.
  • დადიანების მარანი და ოჯალეშის ვენახების დათვალიერება სალხინოში.
  • ცხენისწყლის ხეობით ასვლა გორდში.
  • ჭურის მოხდა.
  • ნადიმი ჩიქოვანების მამულში.
  • დასვენება სასტუმროში.

მეორე დღე

  • დილის საუზმე 9:00.
  • გასვლა სასტუმროდან 10:00 საათზე, კინჩხის მიმართულებით.
  • ოკაცის წყალვარდნილების კასკადის დათვალიერება. მსურველებს შეუძლიათ ბანაობაც.
  • პიკნიკი.
  • გასვლა ოკაცის კანიონზე.
  • მსურველებისათვის დათვის ტბაზე ჩასვლა. დადიანების სასახლის ტყე - პარკის დათვალიერება.
  • თევზაობა კალმახზე.
  • ვახშამი ჩიქოვანების მამულში.
  • დაბრუნება ქუთაისში.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩიქოვანების მამულში!

თუ გსურთ მოხვდეთ სამოთხეში დედამიწაზე - მთების, ჩანჩქერებისა და კანიონების საოცარ ველურ ბუნებაში, დატკბეთ ულამაზესი მთებისა და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თაღის ცქერით, ან უბრალოდ მოწყდეთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას, მაშინ გელოდებით ჩიქოვანების ძველ მამულში! აქ თქვენ დაგხვდებათ ოთხსართულიანი სასახლე, უზარმაზარი ეზო ასწლოვანი ხეებით, მყუდრო კეთილმოწყობილი ნომრები საუკეთესო ხედებით, დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ბარი, რესტორანი, სპორტული მოედნები, საბილიარდო, საკალმახე.

Chateua Chikovani

საუკეთესო გარემო დასვენებისათვის

უნიკალური ბუნება, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი, დახვეწილი და მდიდარი სამზარეულო, ნატურალური, ჭურის ღვინო, ცნობილი ჭყუნტის არაყი, საცურაო აუზი და საუნა, საუკეთესო მომსახურება ქმნის სასიამოვნო გარემოს დასვენებისათვის. მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება ითევზაოს მთის კალმახზე და ადგილზევე დააგემოვნოს საკუთარი ნადავლი. ყველა ნომერს გააჩნია სააბაზანო, აივანი, ლედ ტელევიზორი, მაცივარი.

საქმიანი შეხვედრების ორგანიზება

სასტუმროს გააჩნია 2 საკონფერენციო დარბაზი, (20 და 120 კაცზე.) რომლებიც აღჭურვილია LCD პროექტორით, ეკრანით, სალექციო პლაკატებით, დაფით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარბაზის უზრუნველყოფა სინქრონული თარგმანის სისტემით, მიკროფონებით, საკონფერენციო ყურსასმენებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით. სასტუმროს გააჩნია ლანჩით და ფურშეტით მომსახურების სერვისები.

Chateua Chikovani
Chateua Chikovani

ადგილი თქვენი დღესასწაულებისათვის

სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ შეუკვეთოთ დღესასწაულების, იუბილეების და ქორწილების სრული ორგანიზება. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები. მიირთვათ იმერული და კახური ტექნოლოგიით დამზადებული ნატურალური ღვინოები. რესტორნის ინტერიერს ორგანულად ეწყმის ბარელიეფები, რომელიც ასახავს ჩიქოვანების გვარის ისტორიას.

დაგვიკავშირდით

საქართველო, იმერეთი, ხონი სოფ. გორდი

599 51 56 76

gordi@chateauchikovani.com