Chateua Chikovani

კალმახზე თევზაობა

ჩიქოვანების მამულში დასვენებასა და გართობას არაჩვეულებრივ ხიბლს მატებს კალმახზე თევზაობა. თქვენი ნადავლი შეგიძლიათ ნაკვერჩხალზე შეწვათ და მეგობრების წრეში დააგემოვნოთ. ეზოში წყაროს წყლებზე არსებულ პატარა ჩანჩქერებთან მოწყობილ ჯარგვლის რომანტიულ გარემოში შესაძლებელია არაჩვეულებრივად ისადილოთ.

Chateua Chikovani

ფინური აბანო

ფინური აბანოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ მიიღოთ შესაბამისი სერვისი და გაიკეთოთ გამაჯანსაღებელი მასაჟი, ინებივროთ საუნის აუზში.

Chateua Chikovani

ღია აუზი

აუზისა და ცურვის მოყვარულებს ზაფხულის ცხელ დღებში შეუძლიათ იბანაონ დიდ აუზშიც, და პარალელურად მიიღონ მზის აბაზანები. აუზის პირას მიირთვან ცივი ლუდი და დატკბნენ ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილის შეგრძნებით.

Chateua Chikovani

სპორტული მოედნები

მამულში ფუნქციონირებს კომბინირებული სპორტული მოედანი სადაც საშუალება გექნებათ ითამაშოთ მინი ფეხბურთი, ტენისი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა თამაშები. ბილიარდის მოყვარულებს კი შაშუალება აქვთ ითამაშონ რუსული ბილიარდი მამულის საბილიარდოში.

Chateua Chikovani

ცხენით ჯირითი

მათთვის ვისაც იზიდავს ცხენით ჯირითი ჩიქოვანების მამული თავაზობს საცხენოსნო სკოლას. მსურველებს საშუალება ექნებათ ისეირნონ ცხენებით.

Chateua Chikovani

ტელესკოპით დაკვირვება

უდაოდ ძლიერ ინტერესს იწვევს საღამოობით ცაზე ათასობით ვარსკვლავის დათვალიერება და მათზე დაკვირვება. გორდის სუფთა, გამჭირვალე ცა განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა ასტრონომიის მოყვარულებისათვის. მამულში არსებული ტელესკოპით შეგიძლიათ დააკვირდეთ ღამის ცას და გადახვიდეთ უკიდეგანო, შეუცნობელ სამყაროში.

დაგვიკავშირდით

საქართველო, იმერეთი, ხონი სოფ. გორდი

599 51 56 76

gordi@chateauchikovani.com