გეპატიჟებით გორდის მთავარი სავიზიტო ბარათის - მდინარე ოკაცის წყალვარდნილების კასკადისა და გორდის კანიონის დასათვალიერებლად. ოკაცეს წყალვარდნილები დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი ბუნებრივი ჩანჩქერებია, რაც არაჩვეულებრივი სილამაზით ნუსხავს დამთვალიერებელს. აქ მრავლადაა საბანაო ადგილებიც. სოფელ გორდში კლდეზე დაკიდებული ხიდებიდან ოკაცეს კანიონის საოცარი ხედები იშლება. კანიონის ზედა ნაწილში არის ულამაზესი ტბა, რომელსაც ადგილობრივები დათვის ტბას ეძახიან. ტბაზე მისვლა არცთუ იოლ საქმეს წარმოადგენს, თუმცა ტბის სილამაზე მალევე დაგავიწყებთ გზის სირთულეებს და დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში.
სასტუმროში დაბრუნების შემდეგაც გრძელდება დადებითი ემოციები. ეზოში ჩამოდის მთის წყალი, რომელშიც შესაძლებელია კალმახზე თევზაობა. თქვენი ნადავლი შეგიძლიათ თავად შეწვათ და დააგემოვნოთ. მამულში ასევე დაგეგმილია თავადური ნადიმის გამართვა. მამულში მდებარე სასტუმრო კომფორტული და მყუდრო ნომრებით არაჩვეულებრივ გარემოს შეგიქმნით დასვენებისათვის. ასე მთავრდება შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული დღე.
(1 დღე და 1 ღამე. ექსკურსია იწყება ქუთაისიდან ან გორდის ჩიქოვანების მამულიდან)
მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ი ს გ ე გ მ ა :
ვარიანტი I
- გასვლა ქუთაისიდან 9:00 საათზე, კინჩხის მიმართულებით.
- ოკაცის წყალვარდნილების კასკადის დათვალიერება. მსურველებს შეუძლიათ ბანაობაც.
- პიკნიკი.
- გასვლა ოკაცის კანიონზე.
- მსურველებისათვის დათვის ტბაზე ჩასვლა. დადიანების სასახლის ტყე - პარკის დათვალიერება.
- თევზაობა კალმახზე.
- საღამოს ნადიმი ჩიქოვანების მამულში.
- დასვენება გორდის სასტუმროში.
- დილის საუზმე.
- დაბრუნება ქუთაისში.
ვარიანტი II
- გასვლა ქუთაისიდან 18:00 საათზე.
- დაბინავება გორდის სასტურმოში.
- ნადიმი ჩიქოვანების მამულში 20:00 საათზე.
- დილის საუზმე.
- ოკაცის წყალვარდნილების კასკადის დათვალიერება. მსურველებს შეუძლიათ ბანაობაც.
- პიკნიკი.
- მსურველებისათვის დათვის ტბაზე ჩასვლა. დადიანების სასახლის ტყე - პარკის დათვალიერება
- დასვენება გორდის სასტუმროში.
- თევზაობა კალმახზე.
- სადილი 16:00 საათზე.
- გამგზავრება ქუთაისში.