Chateau Chikovani

 

სანახაობებით დატვირთული ტური გელით სამეგრელოში. მარტვილის მონასტერი ადრეული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია, რომელიც მაღალ ბორცვზეა აგებული და თითქმის მთელ იმერეთ-სამეგრელოს გადაჰყურებს. მონასტერში შემორჩენილია უძველესი ფრესკები. სამონასტრო კომპლექსის გალავანში ჩაშენებულია ჩიქოვანების ეკლესია, რომელიც X საუკუნეშია აგებული.

აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებლის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. მონასტრის დამთვალიერებელს ეძლევა შესანიშნავი შანსი მოინახულოს პატარა სენაკი, სადაც გიორგი ჭყონდიდელი ასწავლიდა დავით აღმაშენებელს.

გაჭედილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400მ., ხოლო ჩაჭრის სიღრმე 20-40 მეტრია. კლდეებით გარშემორტყმულ კანიონში შესვლა ნავებითაა შესაძლებელი. გაჭედილის კანიონს, ულამაზეს ჩანჩქერებს, ბუნებრივ სვეტებს ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს.

სალხინოს დადიანების რეზიდენცია ცნობილია ბზის ულამაზესი ხეივნებით და დადიანესეული ოჯალეშის ღვინის მარნით.

 

  

 

(1 დღე და 1 ღამე. ექსკურსია იწყება ქუთაისიდან ან გორდის ჩიქოვანების მამულიდან)

 

მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ი ს  გ ე გ მ ა :

  • გასვლა ქუთაისიდან 9:00 საათზე მარტვილის მიმართულებით.
  • მარტვილის საკათედრო ტაძარის (VII საუკუნე), ჩიქოვანების ეკლესია (X საუკუნე).
  • გაჭედილის კანიონის დათვალიერება.
  • პიკნიკი.
  • დადიანების მარანი და ოჯალეშის ვენახების დათვალიერება სალხინოში.
  • ცხენისწყლის ხეობით ასვლა გორდში.
  • დასვენება სასტუმროში.
  • ნადიმი ჩიქოვანების მამულში.
  • დილის საუზმე.
  • გამგზავრება ქუთაისში.

დაგვიკავშირდით

საქართველო, იმერეთი, ხონი სოფ. გორდი

599 51 56 76

gordi@chateauchikovani.com